კინესთეტიკის ევროპული ქსელი

კინესთეტიკა ევროპაში ქსელის სახითაა ჩამოყალიბებული. ბოლო 30 წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა მოთხოვნა ჯანდაცვის სფეროში არსებულ საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო კურსებზე. ასევე მედიცინის სხვადასხვა სფეროებში გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა კინესთეტიკის ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება 2006-2007 წლებში, მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნების შესაბამისად. კინესთეტიკის ცენტრალიზებული ორგანიზაცია კი შეცვალა დეცენტრალიზებულმა ქსელმა.

სქემაზე კარგად ჩანს კინესთეტიკის დღევანდელი მდგომარეობა:

- კინესთეტიკის ევროპული ქსელი -

რა ამოცანები დგას კინესთეტიკის ქსელის წინაშე?


კინესთეტიკის ტრენერები
კინესთეტიკის ტრენერები მუშაობენ, როგორც პროფესიონალები ან როგორც ტრენინგ-კურსების ხელმძღვანელები ან როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები. ისინი ატარებენ კინესთეტიკის საბაზისო კურსებს სხვადასხვა ორგანიზაციებში ან ხელმძღვანელობენ მთლიან საგანმანათლებლო პროექტებს. კინესთეტიკის ტრენერები მიღებული განათლების შესაბამისად უძღვებიან ძირითად, სრულყოფილ ან მენტორულ კურსებს „სასწავლო ფაზების“ საფუძველზე.

ტრენერები კურსებს ატარებენ ქვეყნების ადგილობრივ ორგანიზაციებთან კოოპერაციაში. ისინი  ვალდებულნი არიან ყოველ  ორ წელიწადში ერთხელ აიმაღლონ კვალიფიკაცია და კურიკულუმის ცვლილებები ასახონ საბაზისო კურსებში. კვალიფიკაციის ამაღლების დროს ტრენერები საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ, რაც სასიკეთო გავლენას ახდენს ქსელისა და სასწავლო პროგრამის შემდგომ განვითარებაზე.



კინესთეტიკის ორგანიზაციები ქვეყნების მიხედვით
ყოველ ქვეყანაში, სადაც კინესთეტიკას გამოიყენებენ, არსებობს კინესთეტიკის ტრენერების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ცალკეული იურიდიული პირები არიან (სააქციო საზოგადოება ან კავშირი).

ქვეყნების ორგანიზაციები ვალდებულებას იღებენ კინესთეტიკის ტრენერების, დამსაქმებლებისა და კურსის მონაწილეების წინაშე:

  • გაუგზავნონ კინესთეტიკის საბაზისო კურსების მასალა შემკვეთებს
  • აწარმოონ მონაწილეების რეგისტრაცია
  • დაბეჭდონ და გააგზავნონ კურსების მონაწილეების  სერთიფიკატები
  • პროფესიული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა გაუწიონ ტრენერებსა და შემკვეთებს
  • განავითარონ ბაზარი
  • დაგეგმონ და ჩაატარონ ტრენერების საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
  • უზრუნველყონ ხარისხი
  • „ევროპული კინესთეტიკის ასოციაციის“ დონეზე გასწიონ აქტიური თანამშრომლობა (კურიკულუმის განვითარება/ინტერნეტპლატფორმები)


ევროპის კინესთეტიკის ასოციაცია (EKA)
EKA არის ევროპის ქვეყნების კინესთეტიკის ორგანიზაციების გამაერთიანებელი ორგანიზაცია. იურიდიულად EKA დარეგისტრირდა ავსტრიაში და გააწევრიანა ყველა ქვეყნის ორგანიზაცია. EKA-ს მართვა/კოორდინაცია ხორციელდება საკოორდინაციო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშია EKA-ს გამგეობა (სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების დირექტორები) და ცალკეული ქვეყნის თითო წარმომადგენელი.

EKA-ს დონეზე ხდება შემდეგი ამოცანების გადაჭრა:

  • კურიკულუმის განვითარება
  • კინესთეტიკის გავლენის კვლევა
  • კინესთეტიკის მეცნიერული საფუძვლების დამუშავება და შემდგომი განვითარება
  • კინესთეტიკის საგანმანათლებლო სისტემის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა ევროპაში   
  • კინესთეტიკის გაძლიერება ერთობლივი ევროპული კორპორატიული იდენტურობითა და ბრენდის იურიდიული დაცვით
  • კომუნიკაცია და ადმინისტრაცია: ქვეყნების ორგანიზაციებისა და ტრენერების ერთობლივი ინტერნეტსივრცის შემდგომი განვითარება და მოვლა
  • დაგეგმონ და ჩაატარონ ტრენერების საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
  • კურსების მასალის წარმოება
  • დირექტივების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამუშავება, რომლებიც ყველა წევრს ეხება

ამ ერთობლივი ამოცანების დამუშავება ხდება ხუთ Ressourcenpool-ში:

  • Ressourcenpool: კურიკულუმი და კვლევა
  • Ressourcenpool: ქვეყნები და ენები
  • Ressourcenpool: ადმინისტრაცია და პლატფორმები
  • Ressourcenpool: ბრენდები და უფლებები
  • Ressourcenpool: გამომცემლობა და ლოჯისტიკა