რა არის კინესთეტიკა?

შინაარსი

ტერმინი „კინესთეტიკა“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მოძრაობის აღქმის ხელოვნება/მეცნიერება“. კინესთეტიკა ძირითადად მოიცავს  შემდეგ საკითხებს:

  • საკუთარი მოძრაობის დიფერენცირებული და გაცნობიერებული აღქმის განვითარება.
  • საკუთარი მოძრაობის კომპეტენციის განვითარება, რაც ნიშნავს საკუთარი მოძრაობის მართებულად და მოხერხებულად  გამოყენებას პირად პროფესიულ აქტივობებში.
  • ადამიანის მოძრაობის დიფერენცირებული ანალიზი კინესთეტიკის თვალთახედვიდან.
  • უნარი, გამოიყენო საკუთარი მოძრაობა  სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რათა საკუთარი მოძრაობის კომპეტენციის განვითარებასა და ეფექტურობაში შეუწყო მათ  ხელი.

კინესთეტიკა ამ მიზნების მიღწევას ორი გზით ცდილობს: ერთი მხრივ, ჩვენს განკარგულებაში გვაძლევს ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, რათა ინდივიდუალური შეგრძნება დავახარისხოთ და გავიგოთ. ამ სახით მოძრაობის ხარისხსა და განსხვავებებზე მიგვაქცევინებს ყურადღებას ყოველდღიურ აქტივობებში. მეორე მხრივ, კინესთეტიკა თეორიულ საფუძვლებთან ერთად შემეცნებითი დასკვნებისა  და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობას იძლევა. ამ ორი მიდგომის კავშირი ქმნის კინესთეტიკის განუმეორებლობასა და ინოვაციას.

გავლენა

მოძრაობა სიცოცხლის საფუძველია. მოძრაობის აღქმის სენსიბილიზაციასა და მოძრაობის კომპეტენციის განვითარებას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ნებისმიერი ასაკის  ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, სწავლასა და პიროვნულ  განვითარებაში. კინესთეტიკა დაგვეხმარება, მოძრაობის ახალი საშუალებები აღმოგვაჩენინოს და პროფესიულ მუშაობასთან დაკავშირებულ ზურგის ტკივილებს, დაჭიმულობებს ან სხეულის სხვა ჩივილებს გავუმკლავდეთ, ასაკში მოძრავნი და დამოუკიდებელნი დავრჩეთ ან შემოქმედებითი უნარები და სხეულის მოქნილობა  განვავითაროთ (მაგ.: სტრესთან გამკლავება). ახალშობილების, ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ან პაციენტების მოვლისა და პატრონაჟის დროს კინესთეტიკის მოქმედება ყოველთვის ორმაგად გამოვლინდება: მომვლელები და მოსავლელი ადამიანები ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ, მნიშვნელოვნად იზრდება მათი მოძრაობის კომპეტენცია. თუ მოვლით ღონისძიებებს, როგორც ინტერაქციას, ისე წარვმართავთ კინესთეტიკის საფუძვლებზე, ეს მიგვიყვანს მოსავლელი ადამიანების არა მარტო გამაოგნებელ წარმატებამდე, არამედ ეს მომვლელების ჯანმრთელობასაც შეუწყობს ხელს. დაწესებულებას ეძლევა საშუალება თანამშრომლების პრაქტიკული კომპეტენცია და პასუხისმგებლობა მიზანმიმართულად გააძლიეროს კინესთეტიკის მეშვეობით, ასევე ორგანიზაციისა და ხარისხის განვითარების ცენტრალურ ფაქტორებად აქციოს. კინესთეტიკა ადამიანის ავტონომიას ღირსებით ეკიდება, ხელს უწყობს სასწავლო და პიროვნული განვითარების პროცესს, რითაც უზრუნველყოფს ამ პროცესში ჩართული მონაწილეების სიცოცხლის ხარისხს.

გამოყენება

20 წელია კინესთეტიკა ევროპაში პროფესიონალურ დონეზე  ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თანამშრომლების ტრენინგებს ეწევა. წელიწადში დაახლოებით 3.000 საბაზისო კურსი ტარდება 40.000 მონაწილით სხვადასხვა დაწესებულებაში. დიდი მოთხოვნა ამ კურსებზე კმაყოფილდება კინესთეტიკის სხვადასხვა პროგრამებით. ყველაზე გავრცელებულია „კინესთეტიკა მოვლის სფეროში“, რომელიც მიმართულია პროფესიონალ მომვლელებზე კლინიკებში, მოსავლელ სახლებში და ა.შ. ასევე შშმ პირების მოვლაშიც დიდ მნიშვნელობას იძენს. ადრევე განვითარდა პროგრამა „კინესთეტიკა ახალშობილებისთვის“ სპეციალურად ახალშობილებისა და პატარა ბავშვების მოვლისთვის. შედარებით „ახალგაზრდაა“  პროგრამა „კინესთეტიკა მომვლელი ოჯახის წევრებისთვის“ და უკვე დიდი ინტერესია მის მიმართაც. უახლესი შეთავაზება პროფესიონალურ სფეროში არის „კინესთეტიკა აღზრდაში“. პირადი გამოყენებისთვისაა პროგრამები „ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე“, „სიცოცხლის ხარისხი ასაკში“, „შემოქმედებითი სწავლა“, რაც ემსახურება ჯანმრთელობასა და პიროვნულ განვითარებას. ორგანიზაციულ სფეროში კინესთეტიკა ატარებს სხვადასხვა სახის შეფასებებს დაწესებულებებში, რომელიც დაწესებულებისთვის კინესთეტიკის განსაკუთრებულ ჯილდოს წარმოადგენს. კინესთეტიკის არსებული პროგრამები და განსაკუთრებით ახალი მიმართულებები რეგულარულად ფასდება და მორგებულია ყველა მონაწილის საჭიროებებზე.

ისტორია

F. Hatch-მა და L. Maietta-მ კინესთეტიკა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მათი მეცნიერული კონტაქტის საფუძველზე ქცევის კიბერნეტიკოს K.U. Smith-თან და თავისი ინტერესების საფუძველზე მოძრაობის, ცეკვისა და სწავლის სფეროში განავითარეს. მათი კურსებით დინტერესდნენ მოვლის სფეროს სპეციალისტები. 90-იან წლებში პირველმა კინესთეტიკის ტრენერებმა დაიწყეს რეგულარული გადამზადებები გერმანულენოვანი ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებებში. კინესთეტიკის საგანმანათლებლო ინსტიტუციის მუდმივმა ზრდამ ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა არაერთხელ განიცადა.  ბოლო ასეთმა ცვლილებამ 2006-2007 წლებში ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება გამოიწვია.

თეორიული საფუძვლები

კინესთეტიკის მეცნიერულ საფუძველს ქმნის ქცევის კიბერნეტიკოსის Smith-ის კვლევები და მასთან დაკავშირებული კინესთეტიკის სფეროების კვლევის პროცესი. მეცნიერების G. Bateson-ისა და H.v. Foerster-ის კიბერნეტიკულმა თეორიულმა მოსაზრებებმა გავლენა მოახდინა კინესთეტიკის თეორიის შექმნაზე. ორი ნეორობიოლოგის H. Maturana-სა და F.J. Varela-ს მიერ ცოცხალი სისტემების აღწერილობები კინესთეტიკის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს.

თეორიული საფუძვლების შემდგომი განვითარებით კინესთეტიკა ეფუძნება საკუთარი კვლევების პროექტებს და მონათესავე სფეროებში მიმდინარე სამეცნიერო აქტუალურ კვლევებს.

სასწავლო პროცესის შეცნობა

კინესთეტიკის სასწავლო მოდელი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დიდაქტიკურ საფუძველს ქმნის. თემას „მოძრაობის კომპეტენცია“ შემოაქვს ის, რომ კურსები ემყარება საკუთარ აქტიურ სწავლას და ძირითადად ინდივიდუალური და პროცესზე ორიენტირებულია. მოძრაობის ინდივიდუალური შეგრძნებები ყოველდღიურ აქტივობებეში ქმნის ბაზისს და ხელმისაწვდომს ხდის კინესთეტიკის პროცესის შემეცნებას. საკუთარი სხეულის აღქმის სენსიბილიზაცია პირდაპირ გავლენას ახდენს მოძრაობის კომპეტენციაზე და კურსის მონაწილეების ქცევაზე პრაქტიკაში. ამის საფუძველზე აყალიბებენ სასწავლო გარემოს  კინესთეტიკის ტრენერები სხვადასხვა ჯგუფებთან.

ორგანიზაცია

Kinaesthetics - არის ევროპული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელშიც დაახლოებით 1000 კინესთეტიკის ტრენერი ირიცხება. Kinaesthetics, როგორც ორგანიზაცია, დეცენტრალიზებული მმართველობის ქსელია, რომელიც სამი სფეროსგან შედგება:

  • კინესთეტიკის ტრენერები სადმე მუდმივ სამსახურში არიან ან თავისუფალი გრაფიკით დამოუკიდებლად მუშაობენ. ისინი ატარებენ საბაზისო კურსებს (ძირითადი, სრულყოფილი, მენტორული კურსები). მჭიდროდ თანამშრომლობენ თავისი ქვეყნის კინესთეტიკის ორგანიზაციასთან.
  • ქვეყნების ორგანიზაციები ეკონომიურად და იურიდიულად დამოუკიდებელნი არიან და კინესთეტიკის ინტერესებს იცავენ საკუთარ ქვეყანაში. ამასთანავე, ისინი პასუხისმგებელნი არიან ტრენერების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ადმინისტრირებასა და ქსელში გაერთიანებაზე.
  • „კინესთეტიკის ევროპული ასოციაცია“ (EKA) ყველა ცალკეული ქვეყნის ორგანიზაციის ერთიანი კავშირია. მისი ხელმძღვანელობით ხდება საერთო ამოცანების დასახვა, ამასთან ერთად პასუხს აგებს კვლევებსა და განვითარებაზე.

ქვეყნების ორგანიზაციები

კიდევ გაქვთ კითხვები კინესთეტიკასთან დაკავშირებით, რომლებსაც საინფორმაციო ფურცელმა ვერ უპასუხა? მიმართეთ თქვენი ქვეყნის კინესთეტიკის ორგანიზაციას.